ფარისებრი ჯირკვალი – ესაა ორგანო, რომელიც გამოიმუშავებს ჰორმონებს ორგანიზმში და ამ ჰორმონების წყალობით მიმდინარეობს ნივთიერებათა ცვლა ჩვენს სხეულში.
ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებს მრავალი დაავადების გამოწვევა შეუძლია ადამიანის ორგანიზმში, ამიტომ ჩვენი სხეულის ნორმალური ფუნქციონირებისთვის მისი გამართულად მუშაობა ძალზე მნიშვნელოვანია.
გთავაზობთ რეცეპტს, რომელიც ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური მუშაობის სტიმულირებისთვის ძალზე ეფექტურია.
რეცეპტი მხოლოდ ერთი ინგრედიენტისგან შედგება – ესაა წითელი ხახვი.
გამოყენების წესი:
ეს უნდა გააკეთოთ ძილის წინ – ხახვი გაჭერით შუაზე, რომ მისგან წვენი გამოვიდეს. აიღეთ ორივე ნახევარი და წრიული მოძრაობით ფრთხილად წაისვით ხახვის წვენი ყელზე, ფარისებრი ჯირკვლის არეში.
ამის შემდეგ ყელი არ დაიბანოთ, რათა ხახვმა მთელი ღამე შეძლოს მოქმედება. კანმა ხახვის წვენისგან შეიძლება ფერი იცვალოს.
ხახვი ასტიმულირებს ფარისებრი ჯირკვლის მოქმედებას. რეცეპტი ეფექტურად მოქმედებს ადამიანებზე, რომელთაც აქვთ ჰიპოთირეოზი ან ფარისებრი ჯირკვლის დაბალი ფუნქციურობა.
ხახვი ცნობილი იყო ჯერ კიდევ 4 ათასი წლის წინ ჩინეთში, ირანსა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში. მას უამრავი სასარგებლო თვისება აქვს: ასუფთავებს ჰაერს, კლავს პათოგენურ ბაქტერიებს, წმენდს სისხლს და ა.შ. ხახვი შეიცავს მრავალ ვიტამინსა (A, B1, B2, B6, PP C, K და სხვ.) და მინერალურ ნივთიერებას, მათ შორის კალციუმს, მაგნიუმს, კალიუმს, მანგანუმს…
ხახვი ეხმარება ორგანიზმს ჯანმრთელობის შენარჩუნებაში და ზოგიერთი ქრონიკული დაავადების თავიდან აცილებაში.