რაჭის ტყეში მამაკაცი მოკლეს

მეზობლების ვარაუდით, ტყეში მამაკაცებს შორის კონფლიქტი მოხდა.
Sputnik
თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ტოლაში ტყეში მამაკაცი მოკლეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, ბოლოჯერ მამაკაცი ნახეს ტყეში მიმავალი მეზობელთან ერთად, რომელსაც ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.
მეზობლების ვარაუდით, ტყეში მამაკაცებს შორის კონფლიქტი მოხდა.
მოკლულს დანით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება.
ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
წყარო - ტელეკომპანია „რუსთავი2“.