უაქციზო სიგარეტთან ბრძოლა - ნოემბრის მონაცემები

სიგარეტის კონტრაბანდა საქართველოში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა 2019 წლის შემდეგ გახდა.
Sputnik
თბილისი, 2 ნოემბერი – Sputnik. შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ნოემბერში ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად თამბაქოს ნაწარმის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-გადაზიდვის 173 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, უწყების თანამშრომლებმა ნოემბერში მთლიანობაში ამოიღეს 11.568 კოლოფი (მათ შორის, 10 „აიქოსი“ - IQOS) კონტრაბანდული სიგარეტი და 51 კილოგრამზე მეტი უაქციზო თამბაქოს ნაწარმი.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 192-ე მუხლის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ უაქციზო საქონელი.
62 შემთხვევაში საქმე სასამართლოს გადაეცა, სამი – სისხლის სამართლის დანაშაულია, დანარჩენი 108 ფაქტი კი არაიდენტიფიცირებულ შემთხვევად ჩაითვალა და შედგა ამოღების ოქმები.
სიგარეტის კონტრაბანდა საქართველოში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად 2019 წლის შემდეგ იქცა. მაშინ ქვეყანაში თამბაქოს საწინააღმდეგო კანონმდებლობის გამო მკვეთრად გაიზარდა ფასები სიგარეტსა და თუთუნზე. მას შემდეგ შემოსავლების სამსახური ქვეყანაში უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შემოტანა–რეალიზაციაზე განსაკუთრებულ კონტროლს ახორციელებს.