თბილისი, 2 დეკემბერი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 3 დეკემბერს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
გლდანის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით სარაჯიშვილის ქუჩის მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი
14:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაგზლის მოედნის, ბორჯომის ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიის, თევდორე მღვდლის და გორის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.