მსოფლიო დღეს

ბორელი ეუთოს სხდომას რუსეთის წინააღმდეგ სპეცტრიბუნალის შექმნას შესთავაზებს

Sputnik
თბილისი, 1 დეკემბერი − Sputnik. ეუთოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც პოლონეთში დღეს იმართება, ევროკომისიის გეგმას წარვადგენ უკრაინის საკითხებზე რუსეთის წინააღმდეგ სპეცტრიბუნალის თაობაზე, განაცხადა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეპ ბორელმა.

„მე წარმოვადგენ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლისა და ევროკომისიის ერთობლივ წინადადებას საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს მუშაობის ხელშესაწყობად <...> და ასევე სპეციალური ტრიბუნალის შექმნის მხარდასაჭერად, რომელიც უკრაინაში სამხედრო დანაშაულებს ეძღვნება“, − აღნიშნა ბორელმა.

როგორც ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა განმარტა, ამ წინადადებას ჯერ ევროკავშირის ქვეყნები შეათანხმებენ. გარდა ამისა, სპეცტრიბუნალის შესაქმნელად აუცილებელია, რომ იდეამ გაეროს წევრი ქვეყნების „დიდი ნაწილისგან უფრო ძლიერი მხარდაჭერა მიიღოს“.
მანამდე საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროპელ პარტნიორებთან და უკრაინასთან ერთად უკვე შეუდგა „უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულებისთვის“ ტრიბუნალის შექმნაზე მუშაობას.
ამასთან დაკავშირებით კრემლში განაცხადეს, რომ მოსკოვი არ აღიარებს უკრაინის საკითხებზე დასავლეთის მიერ შექმნილი სპეცტრიბუნალის ლეგიტიმურობას და არ ცნობს მის შედეგებს.