ამ დროისათვის ლავის ენები ადგილობრივი მკვიდრების სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნის. თუმცა სეისმოლოგები ვარაუდობენ, რომ ამოფრქვევა უფრო გაძლიერდება, ხოლო წითელმა ჯვარმა საევაკუაციო პუნქტების მომზადება დაიწყო კუნძულის რამდენიმე წერტილში.
მაუნა-ლოა — აქტიური ვულკანი ჰავაის შტატში. ვულკანის სიმაღლე ზღვის დონიდან 4169 მეტრია (ჰავაის კუნძულებზე სიმაღლის მიხედვით მეორეა მაუნა-კეას შემდეგ). მოცულობის მიხედვით დედამიწაზე უდიდესი ვულკანია (75 000 კმ³). უკანასკნელი ამოფრქვევა მოხდა 1984 წელს, ხოლო ბოლო ძლიერი ამოფრქვევა – 1950 წელს.