იანა ოსიპოვა
დსთ-ის ქვეყნებში „დემოკრატიის მხარდაჭერის“ დაფინანსებამ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით 2022 წლის მეორე ნახევრისთვის 248 მილიონი დოლარი შეადგინა. შედარებისათვის: მთელი 2021 წლის განმავლობაში USAID-მა 243 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა ამ ქვეყნებში (მონაცემები აღებულია USAID-ს ოფიციალური საიტიდან).
გრანტების ყველაზე დიდი მიმღები სომხეთი, საქართველო და მოლდოვა არიან, თუმცა არც ცენტრალური აზიის ქვეყნები გამოუტოვებიათ. „ჰუმანიტარული ქორების“ (როგორც USAID-ს სააგენტოს ხელმძღვანელი სამანტა პაუერი უწოდებს თავს) მთავარი სამიზნე ახალგაზრდები და ჟურნალისტები არიან.
USAID-მა მხოლოდ საქართველოს საგანმანათლებლო მიზნებისთვის წლის მეორე ნახევარში 15 მილიონი დოლარი გამოყო. ამასთან სააგენტოს პროექტებში განსაკუთრებული აქცენტი „გენდერული სტერეოტიპების“ მსხვრევის აუცილებლობაზე კეთდება.
ამერიკელები ქართველი მასწავლებლების გადამზადებით აპირებენ ქართული განათლების ხარისხის გაუმჯობესებას. 250.000 დოლარის გრანტი ადგილობრივ უნივერსიტეტებში ჟურნალისტიკის პედაგოგებს გადაეცათ „სწორი“ ჟურნალისტების მოსამზადებლად.
USAID კიდევ უფრო გულუხვი აღმოჩნდა ეკონომიკური დემოკრატიზაციის სფეროში: 2021 წელს ფონდმა საქართველოში 330 მილიონიანი ხუთწლიანი პროგრამა დაიწყო. ამ ინვესტიციების ოფიციალურად გაცხადებული მიზანი რუსეთის ეკონომიკური გავლენის შემცირებაა.
USAID სახსრებს არც სომხეთს აკლებს დემოკრატიის განვითარებისა და მედიის დამოუკიდებლობისთვის: მიმდინარე წლის მეორე ნახევარში ქვეყანას ორი დიდი გრანტი გამოეყო − 120 მლნ და 4 მლნ დოლარი.
ადგილობრივ მასმედიაში ანტირუსული რიტორიკის საჭირო გრადუსის შენარჩუნება USAID-ს საერთო მიზანია პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებში მუშაობისას. თუმცა მოლდოვასა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ამერიკული სააგენტო განსაკუთრებულ აქცენტს ეკონომიკაზე აკეთებს. კერძოდ, ცდილობს ამ ქვეყნების ეკონომიკური კავშირების შესუსტებას რუსეთთან და სასაქონლო-ფულადი ნაკადების გადამისამართებას.
ამრიგად, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში USAID-მა მოლდოვას 50 მილიონი დოლარი გამოუყო, რომლის უმეტესი ნაწილი, სავარაუდოდ, ევროკავშირთან ვაჭრობის გაფართოებაზე და შესაბამისი სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის შექმნაზე დაიხარჯება.
„რუსეთის ბაზრებსა და საექსპორტო მარშრუტებზე ცენტრალური აზიის დამოკიდებულების შემცირება გრძელვადიანი პრიორიტეტი იყო, მაგრამ ახლა ეს გადაუდებელი აუცილებლობაა“, − ნათქვამია სააგენტოს საიტზე.
როგორც გადაწყდა, გრანტი თურქმენეთის, ტაჯიკეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთისა და უზბეკეთის ექსპორტის ორიენტაციის შესაცვლელად 15,2 მილიონი აშშ დოლარით მოიმატებს და 34 მილიონ დოლარამდე გაიზრდება. ეს ფული ლოჯისტიკაში დახმარების გაწევასა და დასავლეთის კონტრაგენტებთან კონტაქტების მოძიებას მოხმარდება. დღეს ცენტრალური აზიის ქვეყნების მთავარი სავაჭრო და ეკონომიკური პარტნიორი რუსეთია.