„ხელფასების მომატება მოხდება მომავალ წელს. ეს ყველა თანამშრომლის პირობებში იქნება. ამასთან დაკავშირებით ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ძალიან ბევრჯერ ისაუბრა და გააკეთა განცხადებები. თქვენ იცით, რომ ყოველწლიურად სახელმწიფო სტრუქტურებში მომუშავე ადამიანებისთვის სახელფასო ზრდა იქნება 10% და, მათ შორის, მუნიციპალიტეტის თანამშრომლებსაც, რა თქმა უნდა, ეხება ეს გადაწყვეტილება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
„დამოუკიდებელ ექსპერტებთან, ეკონომისტებთან ერთად გავიარეთ, რომ ქვეყანაში ინფლაციისა და სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასების ზრდის ფონზე ხელფასები 20%-ით უნდა გაიზარდოს. ჩვენ ამას ხელფასების მატებას არ ვუწოდებთ, ეს არის ინდექსაცია. დამსაქმებლების პირდაპირი ვალდებულებაა, რომ დასაქმებულებს ეს 20% მოუმატოს“, – განაცხადა პროფესიული კავშირი „ერთობა 2013“-ის თავმჯდომარემ რატი კაპანაძემ.