თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. სოციალურად დაუცველი ოჯახების 16 წლამდე ბავშვების სოციალური დახმარება 2023 წლის 1 ივლისიდან 150 ლარიდან 200 ლარამდე გაიზრდება, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
აღნიშნული ცვლილება გაწერილია 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განახლებულ ვერსიაში. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მას პარლამენტის მხარდაჭერის იმედი აქვს.
„თითო ბავშვზე 200 ლარს გავცემთ, რაც მნიშვნელოვანია და ამაში 65 მილიონი ლარი დაიხარჯება”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
გარდა ამისა, სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს პენსიებისა და შშმ პირების სოციალური შემწეობების ზრდას.