თბილისის რომელ უბნებს გაეთიშება ხვალ ელექტროენერგია

გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
Sputnik
თბილისი, 27 ნოემბერი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 28 ნოემბერს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
კრწანისის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), გორგასალის (ნაწილობრივ), ვაგზლის, სანაპიროს, ნიშნიანიძის და ბარათაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, ქოშიგორის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების და აღმაშნებლის ხეივნის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, სოფელი ლისის და კვაჭაძის ქუჩის მოსახლეობას.
11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის და ჟღენტის ქუჩის მოსახლეობას.
11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის და ნუცუბიძის ქუჩის მოსახლეობას.
12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხვიჩიას და გამსახურდიას ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ახვლედიანის და ქიაჩელის ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), სანზონის, ერწოს, ქვიშხეთის, ჭყონდიდელის, ერისთავის, მექანიზაციის, ლეჩხუმის, გომარეთის, ბახმაროს, წიწამურის, ხვინგიას, ნათაძის და ბეჟანიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის II მიკრორაიონის, გობრონიძის და გმირ კურსანტთა ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭირნახულის და თვალჭრელიძის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.