საქართველოში ფიროსმანის შესახებ პირველი გრაფიკული რომანი გამოიცა

რომანი არის პირველი ნაწილი სერიისა „ბიოგრაფიკა", რომელშიც ქართველი მოღვაწეების ცხოვრება თანამედროვე კომიქსის სტილშია მოთხრობილი.
Sputnik
თბილისი, 26 ნოემბერი– Sputnik. დღეს თბილისში გაიმართა გრაფიკული რომანის პრეზენტაცია დიდი ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის შესახებ, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
წიგნის პრეზენტაცია შაბათს მრავალფუნქციურ ცენტრ Fabrika-ში გაიმართა. ღონისძიების სტუმრებს უჩვენეს ვიდეორგოლი იმის შესახებ, თუ როგორ იქმნებოდა რომანი. წიგნის გარდა, ადგილზე გაიყიდება სხვადასხვა თემატური აქსესუარი: გასაფერადებელი, პოსტერი, სტიკერი და სხვ.
პირველი გრაფიკული რომანი ფიროსმანის შესახებ
ფიროსმანის გრაფიკული ბიოგრაფია პირველი ნაწილია სერიისა „ბიოგრაფიკა", რომელშიც ქართველი მოღვაწეების ცხოვრება თანამედროვე კომიქსის სტილშია მოთხრობილი.

„სერია უპირატესად საბავშვოა (8 წლიდან) თუმცა, ორიგინალური „კრეატიული სთორითელინგის" გათვალისწინებით, ასევე გათვლილია ზრდასრულთათვისაც“, - განმარტავენ ორგანიზატორები.

პირველ ნაწილში სახალისოდაა მოთხრობილი ფიროსმანის და მარგარიტას ისტორია, რამაც მხატვრის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. იდეის და დიზაინის ავტორია George GaMeZ, ხოლო ტექსტის ავტორი - დავით ბაბიაშვილი.