მსოფლიო დღეს

გარდაიცვალა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრი

ვლადიმირ მაკეი ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს 2012 წელს ხელმძღვანელობდა
Sputnik
თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრი ვლადიმირ მაკეი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა, იუწყება Sputnik-ბელარუსი საინფორმაციო სააგენტო „ბელტაზე“ დაყრდნობით.
„მოულოდნელად გარდაიცვალა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრი ვლადიმირ მაკეი", - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
დიპლომატი 64 წლის იყო.
მაკეი დაიბადა 1958 წელს. 1993 წლიდან 2000 წლამდე მუშაობდა ბელორუსის საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე, მათ შორის საფრანგეთში საელჩოს მრჩევლად. 2000 წლიდან 2008 წლამდე იყო ქვეყნის პრეზიდენტის თანაშემწე. 2008 წლიდან იყო სახელმწიფოს მეთაურის ადმინისტრაციის უფროსი. 2012 წელს დაინიშნა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე.