„თელასი" მოსახლეობას აფრთხილებს

გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო კრწანისის რაიონის მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
Sputnik
თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 26 ნოემბერს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
კრწანისის რაიონი
00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის დასახლების, სოფელი ფონიჭალის, გორგასლის, კრწანისის, ნიშნიანიძის, კოსტავას, ხეივნის და შავნაბადას ქუჩების მოსახლეობას.
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.