თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. მმართველი პარტია „1ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსა“ და ოპოზიციის წარმომადგენლებმა კონსულტაციების შედეგად სახალხო დამცველის პოსტზე კანდიდატების სია ათამდე შეამცირეს, განაცხადა მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.
საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველი უახლოეს მომავალში უნდა აირჩიოს. მარტიებმა მხარი დაუჭირეს 19–ვე კანდიდატს, რომლებმაც განაცხადი შეიტანეს, თუმცა ადამიანის უფლებათა კომიტეტის ბოლო სხდომაზე გაირკვა, რომ სამმა კანდიდატმა უარი თქვა მონაწილეობაზე, ხოლო ერთი კომიტეტის მოსმენაზე არ გამოცხადდა.
„გაჩნდა რაღაც პატარა თეორიული შანსი, რომ იქნებ მართლაც შევძლოთ ყველამ ერთად ერთ კანდიდატზე კონცენტრირება“, – განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, უმრავლესობა განიხილავს დარჩენილი კანდიდატების თეორიულ შანსებს, თუმცა ილუაზია, რომ რომელიმე ერთზე შეთანხმდებიან, ჯერჯერობით არ არის.
„დღეს არ გვქონდა ილუზია, რომ რომელიღაც ერთ კანდიდატზე შევთანხმდებოდით... თუმცა, მეორე მხრივ, ჩვენ პრაქტიკულად შევჯერდით იმ კანდიდატებზე, რომლებსაც თეორიული შანსი არ გააჩნიათ... ანუ წრე ამით უფრო ვიწროვდება“, – განაცხადა მდინარაძემ.
მდინარაძემ არ გამორიცხა, რომ სახალხო დამცველი დეკემბრის შუა რიცხვებში აირჩიონ.
კონსულტაციებით კმაყოფილია ოპოზიციის ნაწილიც.
„ეს ეხება არა მხოლოდ სახალხო დამცველის არჩევას, არამედ შეთანხებით ღირსეული კანდიდატის არჩევას... ჩვენ ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ და პროცესში მონაწილეობას ამ სულისკვეთებით გავაგრძელებთ. გვინდა, შეთანხმება იყოს მიღწევადი ღირსეულ, კომპეტენტურ და კეთილსინდისიერ ადამიანზე“, – განაცხადა პარლამენტის დეპუტატმა პარტიიდან „ლელო საქართველოსთვის“.
ამასთან, ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებისთვის ოპოზიცის ყველა წარმომადგენელი არ არის მზად. პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ პარტია კონსულტაციებში მონაწილეობას არ მიიღებს.
სახალხო დამცველი გახდება კანდიდატი, რომელიც მიიღებს ყველა სხვა კანდიდატზე მეტს, მინიმუმ 90 ხმას. ვის დაუჭერენ მხარს პარტიები, ჯერჯერობით უცნობია.
მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ სახალხო დამცველის პოსტზე თავისი კანდიდატი არ წარუდგენია.