ტოჩინოშინის მეშვიდე მარცხი კიუშუ ბაშოზე

ხვალ ლევან გორგაძის მეტოქე მე-14 მაეგაშირა იჩიიამამოტო იქნება.
Sputnik
თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა შემოდგომის ტურნირზე – კიუშუ ბაშოზე მეშვიდე მარცხი განიცადა.
ტურნირის მე-12 დღეს ტოჩინოშინი აღმოსავლეთის მე-13 მაეგაშირა ოკინოუმისთან დამარცხდა იორიკირის ილეთით.
ამ დროისათვის ქართველი სუმოისტის ანგარიშზე ხუთი მოგება და შვიდი წაგებაა. იმისთვის, რომ ტურნირზე ასპარეზობა დადებითი ბალანსით დაასრულოს და რეიტინგში საკუთარი პოზიცია გაიუმჯობესოს, გორგაძემ დარჩენილი სამივე ბრძოლა უნდა მოიგოს.
ხვალ ლევან გორგაძის მეტოქე მე-14 მაეგაშირა იჩიიამამოტო იქნება, რომელსაც კიუშუ ბაშოზე შვიდი მოგება და ექვსი მარცხი აქვს.
კიუშუ ბაშო ქალაქ ფუკუოკას საერთაშორისო ცენტრში 13 ნოემბერს დაიწყო და 27 ნოემბრამდე გასტანს. სუმოისტებმა 15 დღის განმავლობაში 15 ორთაბრძოლაში უნდა მიიღონ მონაწილეობა.