თბილისის რომელ უბნებს გაეთიშება ხვალ ელექტროენერგია

გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
Sputnik
თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 25 ნოემბერს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
კრწანისის რაიონი
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:გორგასალის და კრწანისის ქუჩების მოსახლეობას.
11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:სოფელი ფონიჭალის, ფონიჭალის დასახლების და შოთა ნიშნიანიძის ქუჩის მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ცოტნე დადიანის (ნაწილობრივ), სამღერეთის, ეფრემ ზაქარაიას, კაჭრეთის, კახიანის, ბარამიძის, თიგიშვილის, ნოსტეს, ბახმაროს, ახტალის, ჟღენტის, ლისაშვილის, წერონისის, სანავარდოს, გომარეთის, პიონერის, კალიუჟინის, რაჭის, ზიარის და ზედაუბნის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანი-მუხიანის გადასახვევის, დავით სარაჯიშვილის გამზირის, მეტრო „ახმეტელი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, გლდანის ხევის დასახლების, მუხიანის დასახლების, წყალსადენის, წერეთლის, ჭედიას, ტაძრის, ილორის, ფეიქართა, გობრონიძის, მარკ ბრონშტეინის, შენგელიას, გმირ კურსანტთა და ქერჩის ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ახვლედიანის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
10:00 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების, დიდი ლილოს დასახლების, პატარა ლილოს დასახლების, სადგური ლილოს, სამგორი-2 დასახლების, საქნავთობის დასახლების, მეკოკიშვილის, ჯავახეთის (ნაწილობრივ), ჭირნახულის, ღლონტის და ორახელაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.