თბილისში გამოფენა „კერამიკის ამბავი“ გაიხსნება

თბილისელები და დედაქალაქის სტუმრები ექსპოზიციის დათვალიერებას 15 დეკემბრამდე შეძლებენ.
Sputnik
თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. საგამოფენო სივრცე Baia Gallery-ში თუთუ კილაძისა და გოიკა მუჩიაშვილის ნამუშევრების გამოფენა „კერამიკის ამბავი“ 24 ნოემბერს გაიხსნება, იუწყებიან ორგანიზატორები.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება თუთუ კილაძის მიერ მოხატული კერამიკის ნიმუშები და გოიკა მუჩიაშვილის დეკორატიული ფორმები.
„კილაძე უკვე დიდი ხანია მიმართავს კერამიკის და ფერწერის სინთეზის ამ ფორმას. ეს ნამუშევრები, შესრულებული შამოტის ფილებზე, ჭიქურის მოელვარე ზედაპირით და მოზაიკის ფაქტურით, ფერწერისა და კერამიკის შესაძლებლობების ახლებურად გადაწყვეტის საინტერესო ნიმუშებს წარმოადგენს. მუჩიაშვილის დეკორატიული ფორმები კერამიკის არქაული ტრადიციის თანამედროვე ვერსიფიკაციაა“, – ნათქვამია გამოფენის ანონსში.
Baia Gallery-ში გამოფენა15 დეკემბერამდე გასტანს. პროექტი განხორციელდა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით.