მსოფლიო დღეს

CSTO სომხეთისთვის დახმარების გაწევაზე შეთანხმდა

Sputnik
თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (CSTO) წევრი ქვეყნები სომხეთისთვის დახმარების გაწევაზე შეთანხმდნენ, განაცხადა ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა სტანისლავ ზასმა CSTO-ს საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებისა და უშიშროების საბჭოების მდივნების სხდომაზე.

„მთლიანობაში შეთანხმებულია კოლექტიური უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილების პროექტი, რომელიც სომხეთის რესპუბლიკისთვის დახმარების ერთობლივ ზომებს ითვალისწინებს“, — აღნიშნა ზასმა.

მისი თქმით, სომხეთი–აზერბაიჯანის საზღვარზე, როგორც ამას ერთობლივი რეაგირების ცენტრში მიღებული ინფორმაცია მოწმობს, ვითარება კვლავ დაძაბულია და შეტაკებები თითქმის ყოველდღიურად ხდება.
„კოლექტიური უშიშროების საბჭოს სამი რიგგარეშე სხდომა მიმდინარე წლის მაისში, სექტემბერსა და ოქტომბერში სწორედ სომხეთის რესპუბლიკისთვის ამ კუთხით წარმოქმნილი საფრთხეების განხილვას მიეძღვნა“, — განმარტა სტანისლავ ზასმა.
ერევანში CSTO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების, თავდაცვის მინისტრთა საბჭოსა და უშიშროების საბჭოების მდივნების კომიტეტის ერთობლივი სხდომა დღეს, 23 ნოემბერს დაიწყო.