ხარაგაულში მამაკაცი მოკლეს

კონფლიქტი, რომელიც მსხვერპლით დამთავრდა, ერთ-ერთ სახლში გაშლილ სუფრასთან დაიწყო.
Sputnik
თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. ერთი მამაკაცი დაიღუპა და ერთი დაიჭრა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ხარაგაულში მომხდარი კონფლიქტის შედეგად, იუწყება ქართული მედია.
მამაკაცებს შორის კამათი ერთ-ერთ სახლში გაშლილ სუფრასთან დაიწყო. სოფლის მცხოვრებლებს მოგვიანებით გასროლის ხმა შემოესმათ. შემთხვევის ადგილზე მისულებს ორი დაჭრილი მამაკაცი დახვდათ, ერთი ავტომობილში იყო, ხოლო მეორე, 40 წლამდე მამაკაცი – ქუჩაში.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაჭრილი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ადგილობრივების თქმით, დაკავებული არავინაა. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.