ტოჩინოშინმა წაგებების სერია შეწყვიტა

ტოჩინოშინს ბაშოს ათ დღეში შეხვედრების უარყოფითი ბალანსი აქვს.
Sputnik
თბილისი, 22 ნოემბერი – Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, რომელიც ტოჩინოშინის სახელით ასპარეზობს, შემოდგომის ტურნირზე კიუშუ ბაშოზე მეოთხე გამარჯვება მოიპოვა.
ზედიზედ სამი მარცხის შემდეგ ტოჩინოშინმა მეტოქე, მე-9 მაეგაშირა ტერუცუიოში დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა. ქართველმა სუმოისტმა მეტოქეს იორიკირის ილეთით სძლია. სუმოისტები რამდენიმე წამის განმავლობაში დოჰიოს ცენტრში იდგნენ, რის შემდეგაც ტოჩინოშინმა მეტოქე ასწია და დოჰიოს მიღმა გადაიყვანა.
ეს გამარჯვება მიმდინარე ტურნირზე ქართველი სუმოისტისთვის მეოთხეა. ტოჩინოშინს 10 დღის შემდეგ უარყოფითი ბალანსი აქვს – 4–6.
გორგაძის მეტოქე ხვალ, მე-11 დღეს მე-9 მაეგაშირა ატამიფუჯი იქნება, რომელსაც კიუშუ ბაშოზე 3 მოგება და 6 მარცხი აქვს.
კიუშუ ბაშო ქალაქ ფუკუოკას საერთაშორისო ცენტრში 13 ნოემბერს დაიწყო და 27 ნოემბრამდე გასტანს. სუმოისტებმა 15 დღის განმავლობაში 15 ორთაბრძოლაში უნდა მიიღონ მონაწილეობა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს