ქართველი მეთოჯინის მიერ შექმნილი უცნაური არსებები, რომლებიც ბავშვობაში დაგაბრუნებენ

მარინა ნაზარიანი თვითნასწავლი მეთოჯინეა. ამბობს, რომ მთელი არსებით შეიგრძნობს იმას, რასაც ქმნის. ამ ემოციებს კი სხვებსაც უზიარებს.
Sputnik

თოჯინების შექმნა ოთხი წლის წინ დაიწყო და მას შემდეგ ამ ხელსაქმეს დიდი სიყვარულით ემსახურება. მისი თითოეული თოჯინა ექსკლუზიური და უნიკალურია, რომლის ანალოგს ვერსად ნახავთ.

ქართველი მეთოჯინის მიერ შექმნილი უცნაური არსებები, რომლებიც ბავშვობაში დაგაბრუნებენ

- პროფესიით ვარ დიზაინერ-მოდელიორი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი პროფესიით არასოდეს მიმუშავია, სიახლეების შექმნა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო. ამჯერად ვქმნი არასათამაშო, ინტერიერის თოჯინებს.

ქართველი მეთოჯინის მიერ შექმნილი უცნაური არსებები, რომლებიც ბავშვობაში დაგაბრუნებენ

- ამბობენ, შემთხვევით არაფერი ხდებაო, რატომ დაინტერესდით თოჯინების შექმნით, რამ განაპირობა თქვენი ინტერესი?

- თავიდან დავიწყე ჩემთვის განსხვავებული ტანისამოსის დიზაინის შექმნა, შეკერვა ან გადაკეთება. შემდეგ ვიყავი გატაცებული კულინარიით, სხვადასხვა დეკორატიული ნივთების შექმნით. ასე იცვლებოდა ჩემი ინტერესის სფეროები, სანამ არ მივაგენი თოჯინებს, რომელთა შექმნა ისეთ სიამოვნებას მანიჭებდა, რომელიც გასცდა მხოლოდ ჩემი სიამოვნების ფარგლებს და მომინდა, რომ ეს სიამოვნება სხვებისთვისაც მიმენიჭებინა.

ქართველი მეთოჯინის მიერ შექმნილი უცნაური არსებები, რომლებიც ბავშვობაში დაგაბრუნებენ

- თქვენი თოჯინები ზღაპრიდან გადმოსულ გმირებს ჰგვანან, რატომ აირჩიეთ ისინი?

- ჩემი თოჯინები არ არიან ზღაპრის გმირები, ისინი ჩემი ფანტაზიის ნაყოფი არიან. თითოეულ თოჯინას აქვს სახასიათო გარეგნობა, თუმცა მათ გასდევთ საერთო შტრიხი – დადებითი ემოცია, სახალისო გარეგნობა და მეტყველი თვალები. ადამიანები მათ ხშირად საკუთარ თავთან ან საყვარელ ადამიანებთან აიგივებენ. სწორედ ამან განაპირობა თოჯინების პოპულარობა და სასაჩუქრედ ინდივიდიალური შეკვეთების სიმრავლე.

ქართველი მეთოჯინის მიერ შექმნილი უცნაური არსებები, რომლებიც ბავშვობაში დაგაბრუნებენ

- რა მასალით ქმნით თოჯინებს?

- რაც შეეხება მასალებს, ტექსტილის თოჯინა იკერება მეტალის კარკასზე, რაც განაპირობებს მის სიმყარეს და მაღალ ხარისხს. ჩემთვის ამ საქმეზე მუშაობა სიამოვნებაა. თუმცა, ძალიან შრომატევადია თითოეული თოჯინის შექმნა. ყველა თოჯინა ექსკლუზიური და უნიკალურია, ვინაიდან ყველა დეტალი ხელით იქმნება და შეუძლებელია ზუსტი ანალოგის გამეორება.

როგორც უკვე აღვნიშნე, პროფესიით დიზაინერ-მოდელიორი ვარ, ტანსაცმლის მოდელირება და შექმნა ჩემი პროფესიაა, შესაბამისად, მათ ტანსაცმელსაც მე ვქმნი.

ქართველი მეთოჯინის მიერ შექმნილი უცნაური არსებები, რომლებიც ბავშვობაში დაგაბრუნებენ

- რთული არ არის მცირე ზომის თოჯინისთვის სამოსის შეკერვა?

- რა თქმა უნდა, რაც უფრო პატარაა ხელნაკეთი ნივთი, მით უფრო რთულია მასზე მუშაობა.

ქართველი მეთოჯინის მიერ შექმნილი უცნაური არსებები, რომლებიც ბავშვობაში დაგაბრუნებენ

- გაიხსენეთ რომელიმე საინტერესო ამბავი თოჯინებთან  დაკავშირებით...

- ერთხელ ძალიან უცნაური და დაუჯერებელი ფაქტი დამემართა. ჩემი ფანტაზიით შევქმენი თოჯინა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნების შემდეგ გამომეხმაურა ქალბატონი, რომელმაც საკუთარი თავი დაინახა ამ თოჯინაში და შეიძინა. ამ ქალბატონთან შეხვედრის შემდეგ მეც გაკვირვებული დავრჩი მათი მსგავსებით.

ქართველი მეთოჯინის მიერ შექმნილი უცნაური არსებები, რომლებიც ბავშვობაში დაგაბრუნებენ

- გამოფენებში თუ იღებთ მონაწილეობას, ან პერსონალური გამოფენა თუ გქონიათ?

- საახალწლო ბაზრობებზე მიმიღია მონაწილეობა. თუმცა პერსონალური გამოფენის მოწყობა ჩემი ოცნებაა.

ქართველი მეთოჯინის მიერ შექმნილი უცნაური არსებები, რომლებიც ბავშვობაში დაგაბრუნებენ

- როგორ ახდენთ თოჯინების რეალიზებას?

- სოციალურ ქსელში მაქვს გვერდი Mara’s Lab და ძირითადად ფეისბუქ-გვერდის საშუალებით იყიდება თოჯინები.

ქართველი მეთოჯინის მიერ შექმნილი უცნაური არსებები, რომლებიც ბავშვობაში დაგაბრუნებენ

- თუ გაქვთ თოჯინა, რომელიც განსაკუთრებით ძვირფასია თქვენთვის, რომელსაც არასოდეს გაყიდით და არც გააჩუქებთ?

- ყველა თოჯინა ჩემთვის ძალიან ძვირფასია. როგორც ყველა ხელოვანს, ჩემს ხელნაკეთ ნივთებთან განშორება ძალიან მიჭირს. თუმცა, ოჯახის წევრების დაჟინებული თხოვნით გადავწყვიტე, რომ სხვისთვისაც მიმენიჭებინა სიხარული და დავიწყე თოჯინების რეალიზება. დღეს კმაყოფილი მომხმარებლების პოზიტიური შეფასება ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც სტიმულს მაძლევს უფრო მეტად განვვითარდე.