თბილისი, 21 ნოემბერი – Sputnik. კახეთში ხანძრის ორ კერას ებრძვიან – ცეცხლი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში და ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისის ხეობის მთებში გაჩნდა.
ამ დროისათვის უცნობია, რა ფართობზეა გავრცელებული ხანძარი. ორივე მუნიციპალიტეტში ცეცხლის კერები უახლოესი სოფლებიდან მოშორებით არის.
ადგილზე უკვე იმყოფებიან შესაბამისი სამსახურები და მიმდინარეობს ცეცხლის ქრობის პროცესი.