თბილისი, 20 ნოემბერი – Sputnik. სოციალურ ქსელ Twitter-ში აშშ-ის ექს-პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დაახლოებით 10 საათის წინ განბლოკილ აკაუნტს უკვე 52 მილიონი ხელმომწერი ჰყავს.
Тwitter-მა ექს-პრეზიდენტ დონალდ ტრამპის აკაუნტი განბლოკა გამოკითხვის შემდეგ, რომელიც სოციალური ქსელის ახალმა მფლობელმა, ილონ მასკმა ჩატარა. გამოკითხვა „ყოფილი პრეზიდენტ ტრამპის აღდგენის“ თემაზე Twitter-ის მომხმარებლებს შორის 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. თავისი აზრი 15 მილიონზე მეტმა ადამიანმა გამოხატა. თანხმობა გამოთქვა 51,8%-მა, ხოლო წინააღმდეგი იყო 48,2%.
უვადო „გაყინვის“ მომენტისთვის, რომელიც 2021 წლის 8 იანვარს მოხდა, გვერდს @realDonaldTrump 90 მილიონი გამომწერი ჰყავდა.
თავად ექს-პრეზიდენტმა ადრე განაცხადა, რომ განბლოკვის შემთხვევაში Twitter-ში არ დაბრუნდება და ისარგებლებს საკუთარი სოციალური ქსელით Truth Social.
ტრამპის მიკრობლოგი მას შემდეგ გაყინეს, რაც მისმა მომხრეებმა კაპიტოლიუმზე შტურმი განახორციელეს, რათა საპრეზიდენტო არჩევნებზე დემოკრატ ჯო ბაიდენის გამარჯვების გამოცხადების მიზნით შეკრებილი კონგრესის სხდომა ჩაეშალათ.