საქართველოში „ჰონგ-კონგის“ გრიპი ვრცელდება

საქართველოში უფასო ვაქცინაცია გრიპზე 22 ნოემბრამდე გაგრძელდება
Sputnik
თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში გრიპით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება, უმეტესობა ე.წ ჰონგ-კონგის ვირუსია, განაცხადა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ.
მისი თქმით, ქვეყანაში ცირკულირებს H3N2 ტიპის ვირუსი, ასევე ფიქსირდება ერთეული შემთხვევები ფიქსირდება H1N1 ტიპის ვირუსის.
„წლევანდელი წელი განსხვავებულია, რადგან ძალიან ადრე დაიწყო გრიპის შემთხვევების მატება“, - აღნიშნა ჩხაიძემ.
მისი თქმით, ექიმები გრიპის შემთხვევების პიკს დეკემბერ-იანვარში ელოდებიან, ამავე პერიოდში მოსალოდნელია „ომიკრონის“ შტამის გავრცელებაც.
„ნოემბერი, დეკემბერი და განსაკუთრებით დეკემბერ-იანვარი გრიპის მაქსიმალური აქტიურობის პერიოდი გვაქვს, სწორედ დეკემბერ-იანვარშია ქვეყანაში გრიპის შემთხვევები პიკზე. რიგ შემთხვევებში მეორე პიკიც ფიქსირდება მარტის თვეში“, - განაცხადა ჩხაიძემ.
მისი თქმით, ხშირ შემთხვევაში რთული გასარჩევი იქნება, თუ რა ტიპის ვირუსით არის ინფიცირებული ადამიანი.
ჩხაიძემ მოსახლეობას გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ მოუწოდა. საქართველოში სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 6 თვის ასაკიდან ყველა მსურველისთვის 22 ნოემბრამდე უფასო იქნება.
მიმდინარე წლის მაისში ეპიდემიოლოგებმა განაცხადეს, რომ საქართველოში გრიპის ვირუსის სეზონი გაიწელა და რაოდენობით კორონავირუსით ინფიცირებულებს გაუსწრო. გრიპის მსგავსი გავრცელება საქართველოში 2008-2009 წლების შემდეგ არ ყოფილა, აღნიშნეს ექსპერტებმა.
საქართველო „ღორის გრიპის" ეპიდემიის ზღვარზეა - მედიკოსების გაფრთხილება>>
კორონავირუსის პანდემიის დროს რესპირატორული ვირუსების გავრცელების დინამიკა შეიცვალა. 2020 წელს გრიპი პრაქტიკულად არ ყოფილა, ვინაიდან კორონავირუსმა ის გადაფარა, შესაბამისად, მოსახლეობას ის ნაკლებად აწუხებდა. ეს დინამიკა 2021 წელსაც გაგრძელდა, წელს კი სიტუაცია შეიცვალა.
გრიპზე უფასო ვაქცინაციის ცენტრები
ვაქცინაციაზე ჩაწერა