თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ისრაელიდან ცნობილ ფოტოგრაფს დორ კედმის მასპინძლობს, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ტურის მიზანია ისრაელში საქართველოს ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია და მოგზაურთა ნაკადის გაზრდა.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ისრაელიდან ცნობილ ფოტოგრაფს დორ კედმის მასპინძლობს,
© Courtesy of the Georgian National Tourism Administration
პრეს-ტურის ფარგლებში ფოტოგრაფი თბილისს, თელავს, სიღნაღს, უდაბნოს და დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსს ეწვია.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ისრაელიდან ცნობილ ფოტოგრაფს დორ კედმის მასპინძლობს,
© Courtesy of the Georgian National Tourism Administration
ცნობილი ფოტოგრაფი ისრაელის პოპულარული გამოცემისთვის HAARETZ National Newspaper ფოტოკოლაჟს მოამზადებს, რომელსაც საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი სტატიებისთვის გამოიყენებენ.
წყარო - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია