თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ნოემბრის მესამე სატესტო მატჩი კარდიფში უელსის ნაკრებთან გამართა და ანგარიშით 13:12 მოიგო.
ქართველმა მორაგბეებმა ანგარიში მას შემდეგ გახსნეს, რაც თედო აბჟანდაძემ საჯარიმო დარტყმა შეასრულა, მაგრამ შემდეგ უელსმა უპირატესობა მოიპოვა, ორი მცდელობა განახორციელა და ტაიმი ანგარიშით 12:3 მოიგო.
მატჩის 60-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა კარგი შეტევა განახორციელა, რომელიც თოდუას ლელოთი დაგვირგვინდა, ხოლო თედო აბჟანდაძემ ზუსტად შეასრულა გარდასახვა და ანგარიში 12:10 გახდა.
მატჩის ბოლოს, შეხვედრის დასრულებამდე ორი წუთით ადრე ქართველებმა მოიპოვეს საჯარიმო დარტყმის უფლება, რომელიც მატკავამ ზუსტად შეასრულა და საქართველოს ნაკრებმა უელსს 13:12 მოუგო.