ბათუმში ნაპირდაცვითი სამუშაოები დაიწყო - ფოტო

პროექტს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო ახორციელებს.
Sputnik
თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. ბათუმში დაიწყო ნაპირდაცვითი სამუშაოები, რომლებმაც უნდა უზრუნველყოს პლაჟის დაცვა შტორმებისა და უხვი ნალექის დროს.
ბათუმის ნაპირდაცვითი სამუშაოები დაიწყო
„პლაჟის ხელოვნური კვების სამუშაოების დასრულების შედეგად გადაიჭრება მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც შტორმისა და უხვნალექიანობის დროს სანაპირო ინფრასტრუქტურის დაცვას უზრუნველყოფს“, - ნათქვამია ბათუმის მერიის განცხადებაში.
ბათუმის ნაპირდაცვითი სამუშაოები დაიწყო
ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნენ.
ბათუმის ნაპირდაცვითი სამუშაოები დაიწყო
პროექტს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო ახორციელებს.