„თელასი" მოსახლეობას აფრთხილებს

გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო კრწანისის რაიონის მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
Sputnik
თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 19 ნოემბერს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
კრწანისის რაიონი
00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:გორგასალის, საბატონოს, ნიშნიანიძის და შავნაბადას ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.