თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. მთაწმინდის პარკში 17 და 18 დეკემბერს საახალწლო ბაზრობა გაიმართება.
ღონისძიება გაიმართება მთავარ მოედანზე, სადაც სტუმრები სხვადასხვა საახალწლო საჩუქრების, თემატური სუვენირების, სადღესასწაულო აქსესუარების და ტკბილეულის შეძენას შეძლებენ.
საახალწლო ატმოსფეროს მოყვარულებს საშობაო სიმღერების ფონზე გაათბობს ცხელი გლინტვეინი, ასევე ისინი ჩურჩხელების და სხვა ტკბილეულის დაგემოვნებას შეძლებენ.