თბილისი, 15 ნოემბერი - Sputnik. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სამშაბათს საღამოს „დრუჟბას“ ნავთობსადენის გაჩერების გამო უშიშროების საბჭოს იწვევს, განაცხადა მთავრობის პრესმდივანმა ზოლტან კოვაჩმა. მის სიტყვებს „რია ნოვოსტი“ ციტირებს.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანია „ტრანსნეფტს“ ეცნობა, რომ ძაბვის ვარდნის გამო ნავთობსადენში ნავთობის გატარება უნგრეთის მიმართულებით შეჩერებულია.
„დრუჟბას“ მილსადენში ნავთობის გატარების შეწყვეტისა და პოლონეთის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმის საპასუხოდ პრემიერმა ვიქტორ ორბანმა უშიშროების საბჭო მოიწვია“, - დაწერა კოვაჩმა Twitter-ში.
მანამდე რადიოსადგურ ZET-მა არაოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტების ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.
ოფიციალურ პირებს რაკეტების ჩამოვარდნის შესახებ კონკრეტული განცხადებები არ გაუკეთებიათ. ასევე არ არის მოყვანილი მომხდარის რაიმე მტკიცებულება. პოლონეთის პრემიერმა მორავეცკიმ ასევე მოიწვია მინისტრთა საბჭოს ეროვნული უშიშროების და თავდაცვის კომიტეტის საგანგებო სხდომა.