თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა 2022 წლის იანვარი–ოქტომბერში, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლთან შედარებით, 73,4%-ით გაიზარდა და 3.316 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე.
ფულადი გზავნილების მოცულობით ისევ რუსეთი ლიდერობს, რომელიც გასულ წელს რამდენიმე თვის განმავლობაში პირველობას იტალიას უთმობდა.
ფულადი გადმორიცხვების სტატისტიკა საქართველოში – 2022 წლის იანვარი–ოქტომბერი
|
|
|
|
|
|
იტალია |
|
|
|
|
|
საბერძნეთი |
|
|
ისრაელი |
|
|
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ 1.434,3 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 43,2%-ია.
მხოლოდ ოქტომბერში გადმორიცხვები რუსეთიდან რვაჯერ გაიზარდა წინა წლის ოქტომბერთან შედარებით. საქართველოში რუსეთიდან ოქტომბერში გადმოირიცხა 299,3 მლნ დოლარი – საერთო მოცულობის 59,6%. 2022 წლის ოქტომბერში რუსეთიდან გადმოირიცხა 725,6%-ით მეტი, ვიდრე 2021 წლის ამავე პერიოდში.
საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გზავნილების საერთო მოცულობა 2022 წლის ოქტომბერში, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 142,9%-ით გაიზარდა და 520 მლნ დოლარი შეადგინა.
ფულადი გადმორიცხვების სტატისტიკა საქართველოში – 2022 წლის ოქტომბერი
ქვეყანა |
|
|
რუსეთი |
| 725,6 |
იტალია | 35,7 |
|
აშშ |
|
|
საბერძნეთი |
|
|
ისრაელი |
| 7,5 |
რაც შეეხება საქართველოდან გაგზავნილი ვალუტის მოცულობას, 2022 წლის ოქტომბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 31,4 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2021 წლის ოქტომბრის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 3,7%-ით მეტია.
2022 წლის 10 თვეში საქართველოდან საზღვარგარეთ გადაირიცხა 276,2 მლნ დოლარი, რაც 2021 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 10,5%-ით მეტია.