სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

საავტომობილო მოძრაობა დროებით შემოსავლელ გზაზე გადაერთვება.
Sputnik
თბილისი, 15 ნოემბერი – Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია–ლანჩხუთი–გრიგოლეთის საავტომობილო გზის მე-11 კმ-ზე 30 ნოემბრამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, შპს „ავტოგზა ლენტეხი 99“ გზის აღნიშნულ მონაკვეთზე, კერძოდ, მდინარე ხევისწყალზე არსებული სახიდე გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებს.
სამუშაოების წარმოებისათვის 30 ნოემბრამდე სავალი ნაწილი ჩაკეტილი იქნება, ხოლო საავტომობილო ტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება დროებით შემოსავლელ გზაზე.