სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

© Roads Department of Georgiaსამტრედია–ლანჩხუთი–გრიგოლეთის საავტომობილო გზა
სამტრედია–ლანჩხუთი–გრიგოლეთის საავტომობილო გზა - Sputnik საქართველო, 1920, 15.11.2022
გამოწერა
საავტომობილო მოძრაობა დროებით შემოსავლელ გზაზე გადაერთვება.
თბილისი, 15 ნოემბერი – Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია–ლანჩხუთი–გრიგოლეთის საავტომობილო გზის მე-11 კმ-ზე 30 ნოემბრამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, შპს „ავტოგზა ლენტეხი 99“ გზის აღნიშნულ მონაკვეთზე, კერძოდ, მდინარე ხევისწყალზე არსებული სახიდე გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებს.
სამუშაოების წარმოებისათვის 30 ნოემბრამდე სავალი ნაწილი ჩაკეტილი იქნება, ხოლო საავტომობილო ტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება დროებით შემოსავლელ გზაზე.
ყველა ახალი ამბავი
0