მსოფლიო დღეს

ჩინეთი რუსეთის G20-დან გარიცხვის წინააღმდეგია

Sputnik
თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. ჩინეთი ეწინააღმდეგება რუსეთის „დიდი ოცეულიდან“ (G20) და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან გარიცხვას, განუცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ რუს კოლეგა სერგეი ლავროვს G20-ის სამიტის ფარგლებში გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე.

„მოხარულნი ვართ, რომ პირადად მონაწილეობთ „ოცეულის“ სამიტში და წარმოადგენთ რუსეთს ამ სამიტზე. ეს ძალიან სახელოვანი მისიაა. ჩვენ მხარს ვუჭერთ რუსეთის ღირსეულ როლს „ოცეულისა“ და სხვა საერთაშორისო შეკრებების ფარგლებში და მიგვაჩნია, რომ არავის აქვს უფლება, წაართვას რუსეთს რაციონალური უფლება, მიიღოს მონაწილეობა მრავალმხრივ ფორმატებში“, — აღნიშნა ვან იმ.

როგორც მინისტრმა განაცხადა, ის სერგეი ლავროვთან საერთო ინტერესებისა და ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში დინამიკის შენარჩუნებაზე აპირებს მსჯელობას.
დღეს ინდონეზიის კუნძულ ბალიზე G20-ის ორდღიანი სამიტი გაიხსნა, რომელიც სასურსათო და ენერგეტიკულ უსაფრთხოებას ეძღვნება. აღინიშნება, რომ სამიტის პირველ სესიას დიდი მნიშვნელობა აქვს რუსეთისთვის — სურსათისა და ენერგომატარებლების ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებლისთვის მსოფლიოში.
რუსეთის დელეგაციას სამიტზე სერგეი ლავროვი ხელმძღვანელობს, პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არანაირ მონაწილეობას არ იღებს „ოცეულის“ შეხვედრაში, მათ შორის, არც ვიდეოფორმატით.