თბილისი, 14 ნოემბერი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 15 ნოემბერს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
კრწანისის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ტაბახმელას მოსახლეობას.
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დედაენის პარკის მიმდებარე ტერიტორიის, სანაპიროს, ნიშნიანიძის და სანავარდოს ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), წმინდა ბარბარეს, ლორთქიფანიძის, ჯავახეთის, ქინძმარაულის, ქიზიყის, ნაკადულის, ქაიროს, სამასი არაგველის, ოცხელის და ბაბუციძის ქუჩების მოსახლეობას.
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ნაკადულის, 300 არაგველის, ქინძმარაულის, თავკვერის, ველისთავის, ჩხავერის, საფერავის, მეტალურგების და იუმაშევის ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვერეს დაღმართის, ელბაქიძის აღმართის, საქანელას, ჯავახიშვილის, ტაბიძის და სანაპიროს ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ბოგდან ხმელნიცკის, წულაძის, თეთრიწყაროს და ციხისძირის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სულხან ცინცაძის, ბახტრიონის და საბურთალოს ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დადიანის, ზესტაფონის, ხვინგიას, წერონისის, მაჩხაანის, ზედამზის, ლაითურის და ჟღენტის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.