თბილისი, 13 ნოემბერი - Sputnik. ხაშურში ავტოსაგზაო შემთხვევას 20 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი“.
შემთხვევა ხაშურში, ერთ-ერთ ავტოსადგურთან გუშინ, გვიან ღამით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.
მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
წყარო - ტელეკომპანია „მთავარი არხი“.