ძლიერმა ქარმა თბილისში პრობლემები შექმნა

ინციდენტი საბურთალოს რაიონში მოხდა
Sputnik
თბილისი, 13 ნოემბერი - Sputnik. თბილისში, საბურთალოს რაიონში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
კერძოდ, ოთარ ლორთქიფანიძის ქუჩაზე ძლიერი ქარის შედეგად რამდენიმე ხე წაიქცა, რის შედეგადაც დაზიანდა ოთხი მანქანა და ელექტროგადამცემი ბოძები.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე უსაფრთხოების გამო საბურთალოს რაიონის აღნიშნულ მონაკვეთზე ელექტროენერგია გათიშულია.
ადგილზე იმყოფებიან სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები, ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.
წყარო - ტელეკომპანია „რუსთავი2“.