მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

სტამბულის ცენტრში აფეთქება მოხდა, არიან დაშავებულები

უშიშროების ძალებმა ტერიტორია გადაკეტეს, თვითმხილველების თქმით, ადგილობრივების ევაკუაცია მოხდა
Sputnik
თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. ათ ადამიანზე მეტი დაიჭრა სტამბულის ცენტრში მთავარ ტურისტულ ქუჩაზე, ისტიკლალზე მოხმდარი აფეთქების შედეგად, იუწყება ტელეარხი A Haber.
„სტამბოლში ისტიკლალის ქუჩაზე, თაქსიმის მოედანზე (ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილი ტურისტებისთვის - რედ.) აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად ბევრი ადამიანი დაშავდა. ინციდენტის შემდეგ შემთხვევის ადგილზე უამრავი სამედიცინო ბრიგადა გაგზავნეს. უშიშროების ძალებმა ტერიტორია გადაკეტეს", - ნათქვამია განცხადებაში.
„წინასწარი მონაცემებით, დაჭრილთა რაოდენობა 10-ზე მეტია“, - იუწყება ტელეარხი.
აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.