მსოფლიო დღეს

პოლიციამ სტამბულში მომხდარ აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა

აფეთქება სტამბულში გაისმა ქუჩაზე, რომელიც თაქსიმის მოედანზე გადის
Sputnik
თბილისი, 13 ნოემბერი – Sputnik. თურქეთის სამართალდამცავი ორგანოები სტამბულის ცენტრში აფეთქების შემდეგ ტერაქტის ვერსიას განიხილავენ. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ სანდო წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
აფეთქება კვირას ნაშუადღევს სტამბულის ცენტრში, საცალფეხო ტურისტულ ქუჩაზე - ისტიკლალზე მოხდა. ქალაქის გუბერნატორმა ალი ერლიკაიამ განაცხადა, რომ აფეთქების შედეგად არიან დაჭრილები და დაღუპულები.
ამ დროისთვის თურქული მედია იუწყება ოთხი დაღუპულისა და 38 დაჭრილის შესახებ.
თურქეთის ხელისუფლებამ ტელეარხებს აფეთქების ადგილიდან ტრანსლაცია აუკრძალა. ამის შესახებ ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის უმაღლეს საბჭოში განაცხადეს.