თბილისი, 12 ნოემბერი – Sputnik. იტალიური „ნაპოლის" ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლში შეხვდა ქართველ სტუდენტებს, რომლებიც იტალიაში ძმები არველაძეების ფონდისა და მათი პარტნიორების პროგრამის წყალობით სწავლობენ.
თავიდან იგეგმებოდა, რომ ქართველი სტუდენტები კვარაცხელიას თამაშზე მოხვდებოდნენ, თუმცა ხვიჩამ ზურგის ტკივილების გამო რამდენიმე მატჩი გამოტოვა.
ხვიჩა კვარაცხელია და შოთა არველაძე
© Courtesy of Shota Arveladze
ხვიჩა ასევე შეხვდა ქართველ ფეხბურთელ შოთა არველაძესაც, რაც იტალიურ მედიას არ გამორჩენია. „არენაპოლიმ“ გამოაქვეყნა სტატია ძველი და ახალი თაობის ქართველი ვარსკვლავების შესახებ სათაურით „კვარაცხელია, შეხვედრა ქართული ფეხბურთის ლეგენდა არველაძესთან“.
დღეს კვარაცხელია იტალიის სერია A-ს უკვე მესამე თამაშს გამოტოვებს. გუნდი „უდინეზესთან“ შეხვედრას ქართველის გარეშე ჩაატარებს.