თბილისი, 12 ნოემბერი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 13 ნოემბერს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
გლდანის რაიონი
11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: უწერის, ვარდოვანის, ყუშიტაშვილის, ჭრებალოს, ულიანოვის, ანდრონიკაშვილის, ხეჩუაშვილის, ბიჭვინთის, რევოლუციის, მანაგაძის, ჩიქვანაიას, სკოლის და ზაჰესის ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩოლოყაშილის და აბრამიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.