თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. გამოჩენილი ქართველი რეჟისორის, ლანა ღოღობერიძის კინოფილმების რეტროსპექტივა საქართველოს ეროვნული არქივის კინოთეატრში 16-20 ნოემბერს გაიმართება, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
მაყურებელი იხილავს 1950-იან 2010-იან წლებში გადაღებულ ფილმებს: „გელათი“ (1957), „ერთი ცის ქვეშ“ (1961), „მე ვხედავ მზეს“ (1965), „ფერისცვალება“ (1968), „როცა აყვავდა ნუში“ (1972), „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“ (1978), „დღეს ღამე უთენებია“ (1984), „ორომტრიალი“ (1986) და „ოქროს ძაფი“ (2019).
კინოჩვენებებზე დასწრება თავისუფალია
ლანა ღოღობერიძე
© courtesy of House of Writers of Georgia
ლანა ღოღობერიძე დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი (1950), VGIK-ის სარეჟისორო განყოფილება (1953, სერგეი გერასიმოვისა და თამარა მაკაროვას სახელოსნო). შ. რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრისა და კინოს თეატრალურ უნივერსიტეტში ასწავლიდა კინოსრეჟისურას.
მან ქართულ ენაზე თარგმნა ახმატოვას, პასტერნაკის, ახმადულინას, ბროდსკის, უიტმენის, თაგორის და სხვათა პოეტური ნაწარმოებები. გადაიღო რამდენიმე საინფორმაციო და დოკუმენტური ფილმი: „გეოლოგები“, „თბილისის 1500 წელი“ (1958), „მშობლიური საქართველო“ და სხვა.
ქართული კინოს ოსტატის საპრიზო ყულაბაშია: სან-რემოს ფესტივალის გრან-პრი, აშხაბადის საკავშირო ფესტივალის ჟიურის პრიზი ფილმისთვის „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე", ხალხთა მეგობრობის ორდენი და სხვა ჯილდოები.