თბილისი, 12 ნოემბერი - Sputnik. ბათუმმა მსოფლიოს სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ტიტული მოიპოვა, ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.
World Travel Awards-ის ნომინაციაში გამარჯვება დიდი მიღწევაა როგორც ბათუმისთვის, ისე მთელი საქართველოსთვის, აღნიშნეს უწყებაში.
ბათუმმა ისეთი ქვეყნების ქალაქებს გაუწია კონკურენცია, როგორებიცაა საფრანგეთი, იაპონია, კოლუმბია, მექსიკა, ლაოსი, ურუგვაი, ბულგარეთი და ჩრდილოეთ ირლანდია.
გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია 11 ნოემბერს ქალაქ მასკატში (ომანი) გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ ბათუმმა ამ შემოდგომითევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ტიტული მოიპოვა, ხოლო World Travel Awards-ის დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს საზღვაო დედაქალაქი პირველადაა წარმოდგენილი.