ჯგუფი წყალქვეშა გადაღებებს აწარმოებდა ფილმისთვის „ბერმუდის სამკუთხედი: დაწყევლილ წყლებში“, როდესაც მოულოდნელად კიდევ ერთ საიდუმლოს წააწყდა. ეს 1986 წლის 28 იანვარს დაღუპული კოსმოსური აპარატის ფრაგმენტები იყო, რომელიც აფრენიდან 73-ე წამზე აფეთქდა.
მაშინ ტრაგედიის მიზეზებზე არაერთი მოსაზრება გამოითქვა, თუმცა მიიჩნევა, რომ ასტრონავტები საწვავის ავზის აფეთქების გამო დაიღუპნენ.
აშშ-ის კოსმოსური კვლევების სააგენტო NASA-მ უკვე დაადასტურა, რომ ნაპოვნი ფრაგმენტები ნამდვილად „ჩელენჯერის“ ნამსხვრევებია, რომელთა ნაწილი, დაახლოებით 188 ტონა, წინა წლებშივე ამოიღეს ოკეანიდან და კუნძულ კანავერალზე, მიტოვებულ სარაკეტო შახტში დამარხეს.