საქართველოში დანიის დროშით მცურავი გემი დააჯარიმეს

Sputnik
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე დანიის დროშით მცურავი ტანკერი STEN NEPTUN დააკავეს.
აღნიშნულ ფაქტზე საქმისწარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილის „თ" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ნაოსნობის წესების დარღვევას გულისხმობს.
სასაზღვრო პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გემის კაპიტანს ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმა 50.000 ლარის ოდენობით.
ჯარიმის გადახდის შემდეგ გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება მიეცა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს