თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. თურქეთი „ევროკავშირის კართან" ნახევარ საუკუნეზე მეტია დგას და ელოდება, რასაც პასუხი გაეცემა, განაცხადა პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა „თურქული სამყაროს უმაღლესი ორდენის" დაჯილდოების ცერემონიაზე, იუწყება სააგენტო РИА Новости.
„ჩვენ 52 წელია ევროკავშირის კართან ლოდინი გვაიძულეს და კვლავ აგრძელებენ იმავეს კეთებას. მაგრამ ჩვენ პასუხს გავცემთ, როცა დრო მოვა“, – განაცხადა ერდოღანმა.
თურქეთმა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას ხელი 1963 წელს მოაწერა.
1987 წელს თურქეთმა ევროკავშირში წევრობასთან დაკავშირებით განცხადებაც შეიტანა, თუმცა მოლაპარაკებები მხოლოდ 2005 წელს დაიწყო. მას შემდეგ ევროკავშირსა და თურქეთს შორის უთანხმოების გამო მოლაპარაკებები არაერთხელ შეჩერდა.