ვაშინგტონმა რუსეთს საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნის სტატუსი გაუუქმა - კრემლის შეფასება

შეერთებულმა შტატებმა რუსეთს საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნის სტატუსი 2002 წელს მიანიჭა.
Sputnik
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. აშშ-ის გადაწყვეტილება რუსეთის ეკონომიკისთვის საბაზრო ეკონომიკის სტატუსის გაუქმების შესახებ არის რუსეთზე ზეწოლის გაგრძელება, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა, იუწყება РИА Новости.
მანამდე აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ რუსეთს საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნის სტატუსი გაუუქმა, რის მიზეზადაც რუსეთის მთავრობის მიერ ქვეყნის ეკონომიკაში მზარდი ჩარევა დაასახელა.

„ამას მხოლოდ ერთი კუთხით შეიძლება შევხედოთ – ეს არის რუსეთის ფედერაციაზე ზეწოლის ყველა შესაძლო მიმართულებით ქმედებების გაგრძელება. ჩვენ ვიცით ზეწოლა ეკონომიკის სფეროში, მრავალი სანქციები და ასე შემდეგ“, – განაცხადა პესკოვმა.

როგორც აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტმა განმარტა, გადაწყვეტილება აშშ-ს შესაძლებლობას მისცემს, „მთელი ძალით" გამოიყენოს ეროვნული ანტიდემპინგური კანონები რუსეთის წინააღმდეგ და შეამციროს ზეწოლა ამერიკულ საწარმოებზე „იმპორტის არასამართლიანი ოპერაციების" გამო.
რუსეთის ელჩმა ვაშინგტონში ანატოლი ანტონოვმა განაცხადა, რომ ეს ალოგიკური გადაწყვეტილება გაზრდის დისბალანსს მსოფლიო ბაზრებზე, რაც გამოწვეულია მრავალი არალეგიტიმური ცალმხრივი ბარიერით. როგორც ელჩმა განმარტა, მას მხედველობაში აქვს ფასების ზრდა, მიწოდების ჯაჭვების შეფერხება, სასურსათო უსაფრთხოების სფეროში არსებული პრობლემები.
ვაშინგტონმა რუსეთს საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნის სტატუსი 2002 წელს მიანიჭა. ეს საჭირო იყო იმისთვისაც, რომ იგი 2012 წელს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (WTO) გაწევრიანებულიყო.