ექსპერტებმა აღმოჩენა უკვე შეაფასეს სენსაციურად.
ცხელი თერმული წყლების წყალობით, ძველბერძნული ღმერთების ქანდაკებები შესანიშნავადაა შემონახული.
მათი უმეტესობა ძველი წელთაღრიცხვის მეორე და ახალი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნეებით თარიღდება.
გარდა ამისა, არქეოლოგებმა ნანგრევებში 6 ათასამდე ბრინჯაოს, ვერცხლისა და ოქროს მონეტაც იპოვეს.
როგორც იტალიის კულტურის სამინისტროს მაღალჩინოსანი წარმომადგენელი მასიმო ოსანა ამბობს, არქეოლოგებს 1972 წლის შემდეგ არ უპოვიათ არაფერი მსგავსი, როდესაც ზღვიდან „რიაჩეს მეომრების“ - ძველბერძენი მეომრების ბრინჯაოს ორი ქანდაკება ამოიღეს.