თბილისის მოსახლეობის დიდ ნაწილს წყალი კვლავ არ მიეწოდება: როდის აღდგება წყალმომარაგება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
Sputnik
თბილისი, 10 ნოემბერი – Sputnik. დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-16 კილომეტრის მიმდებარედ ცენტრალურ მაგისტრალურ წყალსადენზე დაზიანების აღსადგენად სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას წყალგამანაწილებელი კომპანია Georgian Water and Power ავრცელებს.
უწყების ცნობით, აღმაშენებლის ხეივნის მე-16 კილომეტრის მიმდებარედ ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი ავარიულად დაზიანდა, რის გამოც თბილისის მოსახლეობის დიდ ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდა.
კომპანიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მოსახლეობის ნაწილთან წყალმომარაგება უკვე აღდგენილია. დაზიანების სრულად აღსადგენად კი რთული ტექნიკური სამუშაოები გრძელდება – ახლით იცვლება მაგისტრალური მილის დაზიანებული მონაკვეთი.
აღნიშნულთან დაკავშირებით:
11 ნოემბრის 02:00 საათამდე წყალმომარაგება შეზღუდული ექნება დაბა კოჯორს, კიკეთს, ბეთანიას, კვესეთს, სამადლოს, ტაბახმელას, შინდისს; წავკისში – სააკაძისა და დუმბაძის ქუჩებს, ჩერონის დასახლებას.
11 ნოემბრის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეზღუდული ექნება ვაჟა-ფშაველას გამზირის და ნუცუბიძის პლატოს მცხოვრებლებს, ყაზბეგის გამზირის ნაწილს, ჩახავას, მაღალაშვილის, გეგეჭკორის, ბარათაშვილის, სხირტლაძის, ლორთქიფანიძის, ქუთათელაძის, ჩხეიძის, გამრეკელის, გურიელის, ნადარეიშვილის, დელისის, ჯებაშვილის ქუჩებს, აფხაიძის, მეგრელიძის, გაზაფხულის, თავხელიძის, ქავთარაძის ქუჩის ნაწილს. ზაქარიაძის, გელოვანის, ზალდასტანიშვილების, ჩიქოვანის, ბუდაპეშტისა და ლვოვის ქუჩების ნაწილს, ლვოვის, ონიაშვილის, მ. ასათიანის ქუჩების ნაწილს, ჟღენტის, შავგულიძის, მინდელის, ჯიქიას, ფხაკაძის, ვარაზის, ფერმწერთა, თვალჭრელიძის, კაპანელისა და მიმდებარე ქუჩებს; სოფელ თხინვალასა და აგარაკს.
აგრეთვე მოციქულთასწორი ნინოს, გიორგი ბრწყინვალეს, დოლიძის, დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის, მიხეილ მესხის, გოგიშვილის, დავარის, ვეფხისტყაოსნის და გორგასლის ქუჩებს. ვაშლიჯვრის დასახლების ნაწილს; ზაჰესში – მშვიდობის, აფხაიძის, ავჭალის, დიღმის მასივის I კვარტალს.
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყარო - Georgian Water and Power