თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. შუახნის ქალი თბილისში, ვარკეთილში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, შემთხვევა ოთხშაბათს, დილით მოხდა. ქალს ავტობუსი დაეჯახა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ უგონო მდგომარეობაში მყოფი დაშავებული კლინიკაში გადაიყვანა.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. სხვა დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის.